მდინარე შოლას არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღია და დახურული კოლექტორების 1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ასევე მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთრი ძალებით ახორციელებს, არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“