შვედეთში საქართველოს საელჩო - არასწორია ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ საელჩოსთან და საკონსულო დაწესებულებასთან კავშირს

შვედეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, როგორც საელჩო, ასევე საკონსულო გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და კომპეტენციის ფარგლებში უწევს დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვის დადგომის პროცესში.

ასე ეხმაურება საელჩო ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საელჩო არ მუშაობს.

„საქართველოს საელჩოსთვის შვედეთის სამეფოში ცნობილი გახდა მედია-საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ საელჩოსთან და საკონსულო დაწესებულებასთან კავშირს და კომუნიკაციას. ეს გახლავთ არასწორი ინფორმაცია, როგორც საელჩო, ასევე საკონსულო გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და კომპეტენციის ფარგლებში უწევს დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვის დადგომის პროცესში. დიპლომატიური წარმომადგენლობის არც ერთი თანამშრომელი არ არის შვებულებაში და ყველა ასრულებს პროფესიულ მოვალეობას. რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტს, სადაც საქართველოს მოქალაქე ახდენს ვიდეოს დემონსტრირებას, თითქოს იმყოფება საელჩოს შენობაში, რომელიც დაკეტილია. მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ სართულზე, სადაც ვიდეოა გადაღებული, საელჩო არ არის განთავსებული. ხოლო მოქალაქეები, რომლებიც საუბრობდნენ სიუჟეტში, ორივე მათგანი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, არც ერთს ამ პროცესში პრობლემები არ შექმნია და არ მოუმართავს საკონსულო დაწესებულებისთვის დახმარების თხოვნით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ