იურიდიული დახმარების სამსახური - ადვოკატთა პროფესიულ დღეს იურიდიული დახმარების სამსახური ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტით ხვდება

ადვოკატთა პროფესიულ დღეს იურიდიული დახმარების სამსახური ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტით ხვდება.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე, რამდენიმე თვის განმავლობაში გადახდისუუნარო ბენეფიციარ ლევან.ყ-ს ინტერსებს იცავდა. იგი დაკავებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ლევან.ყ.-ს და მასთან ერთად დაკავებულ გ.ჭ.–ს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამსახურის განცხადებით, საქმე ეხებოდა 2018 წლის 4 თებერვალს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა.

გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარემ გაასაჩივრა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით. საზოგადოებრივმა ადვოკატმა დამატებით მოიძია გამამართლებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო სათვალთავლო კამერის ჩანაწრები ნარკოლოგიური განყოფილებიდან და ალიბის მოწმეები. ბრალდების მხარის მოთხოვნით, ორჯერ გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა. აღნიშნული სხდომა გაიმართა 2018 წლის 31 მაისს. დაცვის მხარის მოთხოვნით საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის 9 სხდომის შედეგად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაიმართა 13 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 31 მოწმე, მათ შორის ექსპერტები და გამომძიებლები და დაცვის მხარის 12 მოწმე“, – განაცხადეს იურიდიული დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ყურადღება მიაქცია ფაქტებს, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ ბრალდებულების დაკავება მოხდა გაცილებით ადრე ვიდრე ეს დაკავების ოქმში იყო მითითებული, დაკავება მოხდა სოფელ აღაიანში და არა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში.

„ფაქტობრივად დაკავებულ პირთან ატარებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, საზოგადოებრივი ადვოკატი სულხან კომახიძე ვერ ახერხებდა დაკავებულთან შეხვედრას, მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისის რეაგირების შემდგომ მოხერხდა ადვოკატის დაკავებულთან შეხვედრა. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი არ ემთხვეოდა სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობილი ჩანაწერის დროს და ადგილს. ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. გამოძიება მუშაობდა მხოლოდ ერთი ვერსიით და საქმეში მინიმუმ კიდევ ორი ვერსია იყო, რომელიც არავის გადაუმოწმებია. ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება ვერ პასუხობდა უტყუარობის სტანდარტს. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადეს იურიდიული დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ლევან. ყ.-ს მიმართ 2018 წლის 2 ნოემბერს გამამართლებელი ვერდიქტი დაადგინა.

„იურიდიული დახმარების სამსახური ყველა ადვოკატს და უფლებადამცველს ულოცავს პროფესიულ დღეს და მრავალ წარმატებულ საქმეს უსურვებს“, – აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა