ზაზა ხუციშვილი  - „ნაცმოძრაობის“ გაყოფა ტაქტიკური სვლა იყო და დღეს ნათლად გაირკვა, რომ გუნდში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს

თავის დროზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა უფრო ტაქტიკური სვლა იყო და დღეს ნათლად გაირკვა, რომ ისინი საერთო იდეაზე დგანან და გუნდში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

ხუციშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა დაადასტურა, რომ „ევროპულ საქართველოს“ მაღალი რეიტინგი არ აქვს, ხოლო დავით ბაქრაძისთვის მიცემული ხმები, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატზე სრულად არ გადანაწილდება.

„როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 დეპუტატი გამოეყო, მათ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი ვადა გაუვიდა და ეს კაცი აცდენილი იყო სწორ და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ახლა გვთავაზობენ, რომ ამ ადამიანს ისევ ჩააბარონ სახელმწიფო. საზოგადოებამ კარგად გაიგო, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა დევს ამ ყველაფრის საპირწონედ“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო