სამსონ ქუთათელაძის საქმეზე „სტამბოლის ბაზრის" დირექტორის დაკითხვა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის -“სტამბოლის ბაზრის" დირექტორის მამუკა ცხოვრებაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ცხოვრებაძემ 15 იანვარს, მკვლელობის დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ დღეს მან ჭანტურია ბაზარში ნახა.

„ექიმთან ვიყავი, ჩვენმა ფინანსურმა დირექტორმა დამირეკა და ბაზარში მივბრუნდი. უკანა კარიდან შევედი, სამზარეულოს ოთახი გავიარე და კაბინეტის კართან, რომ მივედი, იქვე ეყარა მასრები. მაგიდის კუთხესთან ფეხსაცმელი ჩანდა, ვერ ვიცანი ვინ იყო, „კურტკა“ ეცვა და მუხლამდე ჰქონდა ჩამოწეული, ეტყობა წაქცევისას ჯერ ჩაიმუხლა და ისე დაეცა", - განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ.

მისივე თქმით, როდესაც გარეთ გამოვიდა, ჭანტურია შეხვდა, რომელმაც ჰკითხა რა მოხდა და დეტალურად სურდა მომხდარზე ინფორმაციის მიღება. მეორე დღეს კი ერთ-ერთმა თანამშრომელმა უამბო, რომ ქუთათელაძე ნახა, რომელმაც ჭანტურიასთან ერთად გაიარა მის დახლთან და სამსონ ქუთათელაძე განერვიულებული მოეჩვენა.

„სამსონ ქუთათელაძე ბაზრობაზე 2016 წელს მოვიდა. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ კი ურთიერთობა დაეძაბათ", - განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ.

სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა