სემეკმა მოქალაქეებს 41 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებს 41 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოქალაქეების საჩივრები განიხილა.

კომისიის უსაფუძვლოდ მიიჩნია კომპანიების მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხების უმეტესობა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში 41 180 ლარი შეადგინა.

კომისის განცხადებით, სადავო საკითხები შეეხებოდა: ხანდაზმულ დავალიანებებს, ზედმეტობით და უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, უსაფუძვლოდ დარიცხული მრიცხველის საფასურს. სხდომაზე განსახილველად საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

„თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც,“ - აცხადებენ სემეკში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა