თორნიკე შარაშენიძე - ჩახუტებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ჯერჯერობით ადგილი არ აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ გადამალა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ როგორც ჩანს, საკუთარი დეპუტატები და ლიდერებიც. მათ ჯერ არ იციან, რა უნდა უთხრან მოსახლეობას ისეთი, რომ არ მიიღონ აგრესია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჩახუტებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ჯერჯერობით ადგილი არ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ გადამალა არა მხოლოდ სალომე. თვითონ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ლიდერებიც გადამალულები არიან. ჩახუტებას, რომელიც მათ დააანონსეს, ჯერჯერობით ადგილი არ აქვს. ეს მარტივად აიხსნება. როგორც ჩანს, მათ ჯერ არ იციან, რა უნდა უთხრან მოსახლეობას ისეთი, რომ არ მიიღონ აგრესია, იმიტომ რომ საუკუნეებია, ისინი ხალხი არ გამოჩენილან. მაჟორიტარებს საერთოდ არ იცნობს მათი ამომრჩეველი, ალბათ, მათი რეაქციის ეშინიათ.

შეიძლება მათ ახლა დაიქირავეს უცხოეთიდან ტექნოლოგები, რომ ჩამოყალიბდეს ახალი მესიჯ-ბოქსი და „ქართულ ოცნებას“ ხალხთან რაღაც სათქმელი ჰქონდეს. თუმცა შეიძლება, საერთოდ არც გამოჩნდნენ ხალხში, ოღონდ ამ შემთხვევაში, არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. ალბათ, ისევ იმის იმედი თუ ექნებათ, რომ „ცხრა წელი, ჯალათები ბრუნდებიან, გაგვაუპატიურებენ და ასე შემდეგ“ იმეორონ. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ეს არ იმუშავებს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, შარაშენიძის თქმით, ახლა მათი ამოცანაა, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ მიერ იმ ხალხის მობილიზება, ვინც დარჩა სახლში.

„ეს მობილიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმის შიშით, რომ, აი, სააკაშვილი ბრუნდება, დაგვერევა და სისხლიან 9 წელს დააბრუნებს. ამიტომ „ნაცმო“ შეეცდება, ჩაატაროს უფრო რბილი, კონსტრუქციული, პოზიტიური კამპანია. შესაძლოა, ამით აიხსნება ისიც, რომ წინა პლანზე აღარ ჩანს, მაგალითად, ნიკა მელია და უფრო ხშირად ჩანს უმცროსი ვაშაძე. მათთვის ახლა მთავარია, არ დაუშვან შეცდომები, თორემ „ოცნება“ რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ეს ფაქტი და მოცემულობაა“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩახუტებას ჯერჯერობით ადგილი არ აქვს" - სად გადამალა "ქართულმა ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" ლიდერები?

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

თორნიკე შარაშენიძე -  ჩახუტებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ჯერჯერობით ადგილი არ აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ გადამალა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ როგორც ჩანს, საკუთარი დეპუტატები და ლიდერებიც. მათ ჯერ არ იციან, რა უნდა უთხრან მოსახლეობას ისეთი, რომ არ მიიღონ აგრესია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჩახუტებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ჯერჯერობით ადგილი არ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ გადამალა არა მხოლოდ სალომე. თვითონ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ლიდერებიც გადამალულები არიან. ჩახუტებას, რომელიც მათ დააანონსეს, ჯერჯერობით ადგილი არ აქვს. ეს მარტივად აიხსნება. როგორც ჩანს, მათ ჯერ არ იციან, რა უნდა უთხრან მოსახლეობას ისეთი, რომ არ მიიღონ აგრესია, იმიტომ რომ საუკუნეებია, ისინი ხალხი არ გამოჩენილან. მაჟორიტარებს საერთოდ არ იცნობს მათი ამომრჩეველი, ალბათ, მათი რეაქციის ეშინიათ.

შეიძლება მათ ახლა დაიქირავეს უცხოეთიდან ტექნოლოგები, რომ ჩამოყალიბდეს ახალი მესიჯ-ბოქსი და „ქართულ ოცნებას“ ხალხთან რაღაც სათქმელი ჰქონდეს. თუმცა შეიძლება, საერთოდ არც გამოჩნდნენ ხალხში, ოღონდ ამ შემთხვევაში, არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. ალბათ, ისევ იმის იმედი თუ ექნებათ, რომ „ცხრა წელი, ჯალათები ბრუნდებიან, გაგვაუპატიურებენ და ასე შემდეგ“ იმეორონ. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ეს არ იმუშავებს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, შარაშენიძის თქმით, ახლა მათი ამოცანაა, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ მიერ იმ ხალხის მობილიზება, ვინც დარჩა სახლში.

„ეს მობილიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმის შიშით, რომ, აი, სააკაშვილი ბრუნდება, დაგვერევა და სისხლიან 9 წელს დააბრუნებს. ამიტომ „ნაცმო“ შეეცდება, ჩაატაროს უფრო რბილი, კონსტრუქციული, პოზიტიური კამპანია. შესაძლოა, ამით აიხსნება ისიც, რომ წინა პლანზე აღარ ჩანს, მაგალითად, ნიკა მელია და უფრო ხშირად ჩანს უმცროსი ვაშაძე. მათთვის ახლა მთავარია, არ დაუშვან შეცდომები, თორემ „ოცნება“ რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ეს ფაქტი და მოცემულობაა“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩახუტებას ჯერჯერობით ადგილი არ აქვს" - სად გადამალა "ქართულმა ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" ლიდერები?

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი