თბილისში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“ მიმდინარეობს

8-9 ნოემბერს, თბილისში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“ მიმდინარეობს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში 15 ქვეყანაში კონკურსის შედეგად შერჩეულ ახალგაზრდა ელჩებს და ღონისძიებზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ.

მან ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა. ბრეგაძემ ხაზი გაუსვა ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით დიასპორის წარმოამდგენლების ჩართულობის მნიშვნელობას კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების, ტურისტული პოტენციალის, ახალგაზრდული საქმოანობის კუთხით არსებული შესაძლებლობების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდებდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასევე ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოადგენილი იქნება ახალგაზრდა ელჩების პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, საკუთარი ინიციატივების და ერთი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ. ისინი ასევე გაცვლიან ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის თაობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ახალაგზრდა ელჩების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო