ეკა ბესელიამ შესაძლოა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ უკვე მიიღო.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პარლამენტის ხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებას ხედავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავისი საქმიანობითა და ფუნქციებით პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომიტეტია. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ლიდერშიპში დაისვა საკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო (უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის ერთი ადგილი პარლამენტში ვაკანტურია), რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს.

პარლამენტში მოსალოდნელი ამ საკადრო ცვლილების კონტექსტში აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებული ის არაკეთილგანწყობა, რაც უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის რამდენჯერმე საჯარო სხდომაზეც გამოჩნდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილი განიხილება.

იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელიამ შესაძლოა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს - ვინ განიხილება მის შემცვლელად?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს