თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე - ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ

კარნახის შესრულება კარგად შეგძლებიათ, - ასე მიმართა თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს.

როგორც მამუკა ნაცვლიშვილი განმარტავს, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ცდილობს.

„ფული გადაუხადა ადვოკატმა და რასაც უნდოდა, იმას დააწერინებდა. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 109-ე მუხლი 108-თი გადააკვალიფიცირონ. კითხვა დაუსვეს ექსპერტს და მაინც ვერ ათქმევინეს, რომელი ჭრილობა იყო სასიკვდილო, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, თუ მჭრელი საგნით. ექსპერტმა ამაზე კატეგორიული პასუხი ვერ გასცა. ექსპერტი სასამართლოზე ძალიან ნერვიულობდა, წყალს სვამდა. ვუთხარი კიდეც მას, არასწორი დასკვნისთვის გიჩივლებ-მეთქი.

ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ. გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ, მე მოვაკვლევინე-მეთქი", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ კვლავ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ჩვენებით განახლდება.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

იხილეთ ვიდეო: ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ - თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს