ანრი ოხანაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაზე - ეს საკითხი გადაწყდება გუნდში, თუკი მსგავსი რამ მოხდება

ახლა ერთმანეთის შეფასების დრო არ არის, - ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებს ის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას საქმიანობას.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სწორედ ოხანაშვილმა შეცვალოს ბესელია, დეპუტატი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"მედიაში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ მე ასე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თქვენ ინფორმაცია გექნებათ ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს საკითხი გადაწყდება გუნდში, თუკი მსგავსი რამ მოხდება. ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ჯერ იქნება გუნდის შიგნით და შემდეგ ოფიციალურად ეცნობება საზოგადოებას. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე და ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული არის არჩევნების მეორე ტური. ახლა ერთმანეთის შეფასებებისთვის დრო არ არის, მნიშვნელოვანია, რომ უნდა ვიმოქმედოთ მყისიერად, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ყველაფერი, რაც ხდება. მე ჩემი კომენტარი გითხარით და როგორც გინდათ, ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთეთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ უკვე მიიღო.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა