ანრი ოხანაშვილი - ატოცში კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ის, თუ რა ხალხი არიან ამ პარტიაში

ატოცში კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ის, თუ რა ხალხი არიან ამ პარტიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა სოფელ ატოცში, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენელს, ლანა ღვინჯილიას შორის მომხდარ ინციდენტს.

„ყველას მოეხსენება, რომ წინასაარჩევნოდ პირველი ტური ზოგადად, ძალიან ბინძური კამპანიით წარიმართა ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. მისი, როგორც ქალის მიმართ გაკეთდა არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება. აუცილებელია ჩვენს საზოგადოებასთან ერთად მოვახდინოთ ამ ფაქტზე რეაგირება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თუ რა ხალხი არიან ამ მოძრაობაში და რა ხერხებით ცდილობენ ისინი თავიანთი ქმედებების განხორციელებას. ვუერთდები სოფო კილაძის მიმართვას იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ