კახა კალაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ეს ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გენერალ დევი ჭანკოტაძის გუშინდელი განცხადება. კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” ბრალს იმაში სდებს, რაც თვითონ ჩაიდინა.

„ძალიან საწყენია, რომ ყველაფერი პოლიტიზირებულია. ამ განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებ. რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები. დღეს რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დაკარგულია სოფლები, უამრავი დაღუპული ადამიანია, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. ეს არის დიდი უბედურება და სამწუხარო. აქეთ გვდებენ ბრალს ჩვენ იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ არის ის, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციას მოაწერეს ხელი. გამეორება არ მინდა, იმ შინაარსის რაც იქ წერია, სამარცხვინო”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გუშინ განცხადება გაავრცელა. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა