განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი, „მდმა“-ს შემცველი 9 აბი და 2 გრამამდე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა