თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტი“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ნიჭიერი შემსრულებლები ფესტივალის დასკვენით ღონიძიებაზე, გალა–კონცერტზე ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ორი გამარჯვებული კი, ლუკა შევარდნაძე და შაბან მამედოვი 11–13 აპრილს უკრაინაში გასასამართ ანალოგიურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, რისთვისაც სახსრებს „ივერია ბრილიანტის“ ორგანიზატორები გამოყოფენ.

საერთაშორისო ფესტივალში სულ ოთხი ქვეყნის, კერძოდ, საქართველოს, პოლონეთის, გერმანიისა და უკრაინის შშმ პირებისგან ინტეგრირებული, 15 ანსამბლი და საშემსრულებლო ჯგუფი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 6 წლიდან იწყებოდა.

„ფესტივალი იმისთვის შეიქმნა, რომ რაც შეიძლება მეტი შშმ პირი მონაწილეობდეს და მეტი ასეთი პირის ინტეგრირება მოხდეს კულტურულ–საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფესტივალი 7 ნოემბრიდან დაიწყო და 9 ნოემბერს საკონკურსო დღე იყო, რომლის დროსაც გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები, ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ფესტივალი პატრიარქის ლოცვა–კურთხევით გაიმართა“, – განაცხადა საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის ბადრი მაჭავარიანის განცხადებით კი, უნივერსიტეტი მხარს უჭერს მსგავსი ღონისძიებების გამართვას.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ აღნიშნული ფესტივალი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც გაიმართა, რადგან ფისტივალის მთავარი მიზანია შშმ პირთა სრული ჩართულობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია