ელენე ხოშტარია - ხელისუფლებას  არ გაუვიდა უტიფრობა, როცა თქვა, რომ მოქალაქეებს აზრის გამოხატვის თავისუფლება არ აქვთ

ხელისუფლებას არ გაუვიდა უტიფრობა, როცა თქვა, რომ მოქალაქეებს აზრის გამოხატვის თავისუფლება არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

მისი შეფასებით, რაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციებთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების კრიზისზე მეტყველებს. „ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ზაზა სარალიძეს პოლიცია სწორედ კარვის გაშლის გამო ეჭიდავებოდა. ახლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც დამნაშავეებს ხელი დააფარა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

მან ყურადღება გაამახვილა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძისთვის მხარდაჭერის გამოსახატად მივიდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს