საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ფერმერთა დღე დადიანების სასახლეში 18 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ფერმერთა დღე დადიანების სასახლეში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) 18 ნოემბერს გაიმართება. საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, წელს, საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ფერმერის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

„დასავლეთიდან სტარტის აღება განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის წარმოდგენილი. ღონისძიებას დაესწრება 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერი მთელი საქართველოდან“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.

ფერმერის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება 15:00 საათზე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. 17:00 საათზე კი ღონისძიება ოფიციალური ნაწილით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით, გაგრძელდება, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წარადგენს.

პრეზენტაციის შემდეგ დაჯილდოვდება 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა. დღის ბოლოს ღონისძება გალა კონცერტით დასრულდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში