ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, საიდანაც 100 ჭურვი მოიგერიეს

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ისრაელის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ღაზას სექტორიდან 370 ჭურვია გაშვებული ისრაელის მიმართულებით. დაახლოებით 100 ჭურვი მოგერიებულია საჰაერო თავდაცვის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ისრაელური გამოცემა Haaretz იუწყება, სარაკეტო შეტევების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულია 53 ადამიანი.

თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევისას ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-მდე ობიექტზე.

„ამ დროისთვის იერიში მივიტანეთ ასამდე სამხედრო ობიექტზე, მათ შორის განადგურებულია „ჰამასის“ სამი სტრატეგიული ობიექტი და სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენებოდა“, - აღნიშნეს ისრაელის არმიაში.

იხილეთ ვიდეო: ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით,  „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, საიდანაც 100 ჭურვი მოიგერიეს

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ისრაელის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ღაზას სექტორიდან 370 ჭურვია გაშვებული ისრაელის მიმართულებით. დაახლოებით 100 ჭურვი მოგერიებულია საჰაერო თავდაცვის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ისრაელური გამოცემა Haaretz იუწყება, სარაკეტო შეტევების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულია 53 ადამიანი.

თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევისას ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-მდე ობიექტზე.

„ამ დროისთვის იერიში მივიტანეთ ასამდე სამხედრო ობიექტზე, მათ შორის განადგურებულია „ჰამასის“ სამი სტრატეგიული ობიექტი და სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენებოდა“, - აღნიშნეს ისრაელის არმიაში.

იხილეთ ვიდეო: ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი