ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა აშშ-ში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ,,RAW Wine” ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე მონაწილეობდნენ ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ ამავე ფორმატის გამოფენაზე ,,RAW Wine NY.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ,,RAW Wine” ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზაზრე, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო