PKF საქართველომ  თავისი მომსახურების სპექტრი გაზარდა

საერთაშორისო აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია PKF საქართველომ თავისი მომსახურების სპექტრი გაზარდა. კომპანიას შეემატა ახალი პარტნიორი, გრიგოლ სიდამონიძე, რომელიც საგადასახადო და ბუღალტრულ მიმართულებებს უხელმძღვანელებს. გრიგოლი ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის მომხმარებლებს საგადასახდო და იურიდიული მიმართულებით გაუწევს მომსახურებას.

PKF საქართველოს პროფესიული მომსახურების კომპანიების საერთაშორისო ქსელის - PKF International-ის წევრია და მას ქართულ ბაზარზე მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს.

PKF International მოიცავს 150 ქვეყანას, სადაც 400-ზე მეტი წევრი-კომპანია მუშაობს. ქსელს მსოფლიოს უმსხვილეს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. PKF საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს „საზოგადოებრივი დაინტერესების პირების“ აუდიტის უფლებამოსილება საქართველოში მოქმედ მხოლოდ 12 სხვა აუდიტორულ კომპანიასთან ერთად. PKF საქართველო მონაწილეობს EBRD-ის პროექტში, Financial Management Enhancement Project, დანარჩენ 2 აუდიტორულ კომპანიასთან ერთად.

PKF საქართველოს გააჩნია სხვადასხვა დარგში მოქმედი წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების, საგადასახო ანგარიშგებისა და შესყიდვების (მ.შ. საბიუჯეტო) აუდიტის ჩატარების დიდი გამოცდილება. PKF საქართველოს კლიენტები არიან ტელე-რადიო მაუწყებლობის, სადაზღვევო, საფინანსო, საბროკერო, საკომუნიკაციო მომსახურების სფეროებში მოღვაწე ადგილობრივი და მულტინაციონალური კომპანიები, ისევე როგორც სახელმწიფო უწყებები და ინფრასტრუქტურული განვითარების კომპანიები.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო