ოთარ კახიძე პლენარული სხდომის გადადებაზე - უმრავლესობის პასუხისმგებლობას არ გავიზიარებთ და მათ ნაცვლად კვორუმს არ შევავსებთ

ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის, უმრავლესობის პასუხისმგებლობას არ გავიზიარებთ და მათ ნაცვლად კვორუმს არ შევავსებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ პლენარული სხდომის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ამ ქმედებით ოპოზიციამ საზოგადოებას დაანახა, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

„ქართულ ოცნებას“ 122 დეპუტატი ჰყავს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება კვორუმს, კვორუმი არის 76. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაზე, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი და რომელიც მათი მთავრობის მომზადებულია, არ ჩამოდიან პარლამენტში. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის და მათ პასუხისმგებლობას არ გავიზიარებთ და მათ ნაცვლად ამ კვორუმს არ შევავსებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო, 16:00 საათამდე გადაიდო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს