14 ნოემბერი მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღეა

14 ნოემბერი მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, თარიღი 1991 წლიდან, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.

მისი მიზანი, დაავადების მიმართ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და კოორდინირებული ქმედებების შემუშავებაა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უერთდება დიაბეტის მსოფლიო დღეს, სადაც 14 ნოემბერს 11:00 საათზე კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან კლინიკის ექიმები, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის პაციენტები და მათი მშობლები, საპატიო სტუმრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოება მოისმენს ლექციას ,,შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზრდილებში“, რომელზეც განიხილება დაავადებასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და სიახლეები. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შორის საპატიო ნომინანტი -„ყველაზე მოწესრიგებული პაციენტი-2018“ გამოვლინდება, რომლებსაც გადეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიება დასრულდება სადღესასწაულო ფრანებისა და ბუშტების ცაში გაშვებით, პაციენტები და კლინიკის წარმომადგენლები შეკრავენ წრეს. ლურჯი წრე წარმოადგენს კამპანიის სიმბოლოს, რომელიც დაავადების მიმართ საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია