დონალდ ტრამპი - პრობლემა ის არის, რომ ემანუელ მაკრონს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს საფრანგეთში

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დაბალი რეიტინგი ახსენა.

„პრობლემა ის არის, რომ ემანუელს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს საფრანგეთში, 26%, ხოლო უმუშევრობის დონე კი თითქმის 10%. მაკრონი უბრალოდ ცდილობდა სხვა თემაზე გადასვლას. სხვათაშორის, საფრანგეთზე უფრო ნაციონალისტური ქვეყანა არ არსებობს, ძალიან ამაყი ხალხია და ამის საფუძველი აქვთ. გავხადოთ საფრანგეთი კვლავ დიადი“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მაღალი გადასახადების გამო ამერიკული ღვინოს საფრანგეთში გასაღება ვერ ხერხდება.

„რაც შეეხება ვაჭრობას, საფრანგეთი მშვენიერ ღვინოს ამზადებს, თუმცა მშვენიერი ღვინო აშშ-შიც მზადდება. პრობლემა ის არის, რომ საფრანგეთი აჭინაურებს ამერიკული ღვინოს საფრანგეთში გაყიდვას და დიდ გადასახადებს აწესებს. აშშ კი ეხმარება ფრანგულ ღვინოებს და ძალიან მცირე გადასახადებს აწესებს. ეს უსამართლოა. ეს უნდა შეიცვალოს“, - დასძინა მან.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ