ილია მეორე - საქართველო გადარჩება, საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი

საქართველო გადარჩება, საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველი მოწამის სადღესასწაულო პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა. უწმინდესმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და განაცხადა, რომ დგანან წმინდა მიწაზე, სადაც 100 000 მოწამის სისხლია დაღვრილი.

„ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მეტეხის ხიდზე მიმდინარე პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან. პარაკლისის ბოლოს მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში 100 000 მოწამის პატივის მისაგებად ყვავილებს ჩაყრიან. წარმოდგენილი იყო ასევე ისტორიული მონოგრაფია „100 000 მოწამის დღე“.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება