გიორგი ვაშაძე - რა დღესაც  არ უნდა დანიშნოთ არჩევნები, მაინც დაგამარცხებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა

მინდა „ქათული ოცნების“ მესვეურებს მივმართო, რა დღესაც არ უნდა დანიშნოთ არჩევნები, ჩვენ მაინც დაგამარცხებთ ამ არჩევნებში, რადგან სიმართლე არის ჩვენსკენ. თქვენ დღე და ღამე ატყუებთ ხალხს, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძეს კითხვები აქვს ცესკოს მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ინიშნება ამ დრომდე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის თქმით, მეორე ტურის არჩევნებში მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.

„დღეს უკვე მე-16 დღეა მას შემდეგ, რაც საქართველოში არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. ამ დრომდე არ ვიცით, ცესკოს მხრიდან, როდის ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელვნურად წელავენ საჩივრების პროცესს. მაგალითად ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოვიტანეთ ყველა საჩივარი და სააპელაციო დონეზე აღარ გავაგრძელეთ დავა. ასევე, მაღალი სტატუსის და სანდოობის მქონე სამოქალაქო სექტრორის წარმომადგენლებმაც სასამართლოს პირველ ინსტანციაში იდავეს, შემდეგ უკვე სარჩელები აღარ გაგრძელდა და რატომ?! იმისათვის, რომ საქართველოში დროულად ჩატარდეს მეორე ტური, რომელიც საბოლოო ჯამში, გამარჯვებულს გამოავლენს, რომელშიც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გრიგოლ ვაშაძე. რას ცდილობს ცესკო?! „ქარათულ ოცნებასთან“ შეთანხმებით, ისინი ცდილობენ მანიპულაცია მოახდინონ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით. ხან გვეუბნებიან, რომ შუა კვირაში იქნება არჩევნები, სამუშაო დღეს, რომ საზღვარგარეთ ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. მადლობა ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გრიგოლ ვაშაძეს. ან ააცდინონ ეს 2 დეკემბერს ან არ ჩატარდეს 25 დეკემბერს. ეს ყველაფერი არის საარჩევნო მანიპულაცია. მინდა, პირდად, თამარ ჟვანიას მივმართო, თქვენ ცესკოს თავმჯდომარე ხართ, თქვენ არ ხართ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ცესკოში. თავი დაანებეთ ამ კოორდინაციებს თქვენსა და ცესკოს შორის. მივმართავ სადამკვირებლო ადგილობრივ ორგანიზაციებს, საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციებს, თქვენთვის ეს ნორმალური სტანდარტია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ