ქეთევან ციხელაშვილი - ვისურვებდი,  ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და უკრაინელ კოლეგასთან ერთად უსაფრთხოების ზონაში, არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტთან იმყოფებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი ადგილზე სიტუაციას გაეცნო. მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრობლემებს შორის პარალელი გაავლო და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სამეზობლოში რუსეთის პოლიტიკის მიზნებს ცხადად წარმოაჩენს.

„ჩვენს უკან დნესტრისპირეთია. ე.წ. მარცხენა ნაპირი, რომელზეც დღეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მოლდოვა კონტროლს ვერ ახორციელებს, რადგან ის რუსეთის კონტროლის ქვეშაა. დღეს მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად განვიხილეთ საერთო პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ და რაც რუსეთის დესტრუქციულ დაშორიშორებისა და დაყოფილ პოლიტიკაში გამოიხატება. ვისაუბრეთ მშვიდობიან გზებზე, რითაც ეს ხელოვნური გამყოფი ხაზები აუცილებლად უნდა დაიშალოს.

„ესაა ის საერთო პოლიტიკა, რაც რუსეთს სამეზობლოში აქვს - ხალხის, სოფლების დაყოფა. აქაც არიან მეზობლები, ნათესავები, რომელთაც ცხოვრება იმის გამო ურთულდებათ, რომ მოძრაობა შეზღუდულია. ვისურვებდი, რომ ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში, სადაც დღეს ხელოვნური დაშორიშორების ხაზები ათასობით ოჯახს პრობლემას უქმნის. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკას გრძელვადიანად პერსპექტივა არ გააჩნია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტ მოლდოვაში - ვისურვებდი, ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო