პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, 2019 წელს 130 საჯარო სკოლას მანდატურის სამსახური დაემატება და წლის ბოლოსთვის, საერთო ჯამში 588 სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური დაიცავს.
აღნიშნული ინფორმაცია ჯაშმა პარლამენტს მიაწოდა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეფასებებს კომიტეტების თავმჯდომარეები აკეთებენ. ასევე გაიმართება კამათი ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში.
ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი დეპუტატების მხრიდან გამოთქმული წინადადებებითა და შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება.