ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი - პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ზედამხედველობაში

პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მაღალი დონის პოლიტიკურ ზედამხედველობაში, კერძოდ, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მოდერნიზირების, სამინისტროების გეგმების კოორდინაცია და სინქრონიზაციის და მათი სრული და ეფექტური იმპლემენტაციის მეშვეობით.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტში, რომელსაც დღეს კენჭს უყრის ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე.

ანგარიში „მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერწყმა მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის სამწლიანი გეგმის მიღებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეადგინოს რეფორმის სტრატეგია, რომელიც ამ გეგმის დანამატი იქნება და რომელიც ასევე გაითვალისწინება ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, კერძოდ, პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შორის“.

ანგარიშის პროექტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ ის, რომ ყველა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ჩართული სტრუქტურული ერთეულები აღჭურვილნი იყვნენ საკმარისი რაოდენობის კვალიფიცირებული კადრებით. ანგარიში ასევე მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურს და/ან ევროკომისიას უზრუნველყონ იმ პირების ტრენინიგი, ვინც დაკავებულია ასოცირების/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციით.

ანგარიშის პროექტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურს და/ან ევროკომისიას უზრუნველყოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგი, კერძოდ, ადამიანური რესურსების გაზრდით, ასევე პროგრესის ხარისხობრივი შეფასების გამოყენებით.

ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში და მიესალმება მათ ძალისხმევას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგში. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ევროკავშირთან ასოცირების/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თანახმად რეფორმების გატარებისას.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშესახები სარგებლისა და მიზნების შესახებ, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლა ფაქტებზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ინფორმაციის მეშვეობით. მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დახვეწოს მისი კომუნიკაციის სტრატეგია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება