კახა კალაძე - რუსი დიპლომატის გაპრეზიდენტება ევროპისთვის კატეგორიულად მიუღებელია

რუსი დიპლომატის გაპრეზიდენტება ევროპისთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოს რიგი მიმართულებებით ძალიან დიდი წარმატებები აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი შეფასებები, რაც მოვისმინეთ ევროპარლამენტის მიერ. მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი წარმატება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლაში, არის წარმატებები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სამარცხვინო უწოდეს საარჩევნო კამპანიას, როდესაც ხდებოდა ხელშეშლა და თავდასხმა ქალ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე. არაერთი შემთხვევა და მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ, როდესაც მიდიოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, იყო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება, არის თავდასხმები და შეურაცხყოფები.

ასევე ხაზი გაესვა, რომ რუსი დიპლომატის გაპრეზიდენტება კატეგორიულად მიუღებელია ევროპისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს პრინციპულ არჩევანს და გაიმარჯვებს ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კორუფციას, რაზეც ევროპარლამენტის ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული, როგორც კალაძე აცხადებს, ეს ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა, თუმცა, მისივე თქმით, სისტემური კორუფცია საქართველოში 2012 წლის შემდეგ აღარ არის.

„კორუფცია ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა. ჩვენ სისტემური კორუფცია დავამარცხეთ 2012 წლის შემდეგ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლამდე სისტემური კორუფცია მართლაც იყო ქვეყანაში და ეს იყო სერიოზული პრობლემა. შეიძლება ქვედა დონეზე არის გადაცდომები, მაგრამ ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაცდომებიც არ არსებობდეს“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია