გრიგოლ ვაშაძე - ყურადღება მიაქციეთ, რა სიჯიუტით მოიხსენიებენ ოპონენტები გაერთიანებულ ოპოზიციას „ნაცმოძრაობად“ - არაფერი აქვთ სათქმელი არც აწმყოზე და არც მომავალზე

„ყურადღება მიაქციეთ, რა სიჯიუტით მოიხსენიებენ ჩვენი ოპონენტები გაერთიანებულ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობად“, იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი არც აწმყოზე და არც მომავალზე“, - ასე მიმართა გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, გორში შეკრებილ მხარდამჭერებს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მათ არჩევნების პირველ ტურში შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოიგეს და იმედოვნებს, რომ ანალოგიური შედეგი მეორე ტურშიც განმეორდება. გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას შიდა ქართლის ტურისტულ ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მოქმედ ხელისუფლებას არაფერი აქვს გაკეთებული, რამაც რეგიონში მძიმე სოციალური ფონი შექმნა.

შიდა ქართლში, ოთხივე მუნიციპალიტეტში მოვიგეთ და ვიცი, რომ მეორე ტურში იგივე იქნება“, - აღნიშმა გრიგოლ ვაშაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს