Mastercard-ი მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

„ვითიბი ბანკის“ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში ჩაერთოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, Mastercard-ის ბარათით გადახდისას, 7 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ყველა ბარათის მფლობელს აქვს შანსი მოიგოს სამი მანქანიდან ერთ–ერთი, 15 ახალი თაობის სმარტფონი, ან 75 ცალი 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათიდან ერთ–ერთი.

ბანკის ინფორმაციით, გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარიანი ტრანზაქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, საიტზე promo.mastercard.com.ge/ დარეგისტრირება და გადახდისას მიღებული ქვითრის ატვირთვა.

„გათამაშება ჩატარდება 4 ეტაპად, მთავარი პრიზის ავტომობილის გათამაშება გაიმართება 2019 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურას მეშვეობით. დანარჩენი პრიზების, გათამაშების ეტაპების და აქციის სხვა პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მისამართზე: promo.mastercard.com.ge/“, – აცხადებენ ბანკში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება