რომან კაკულია - 2019 წლის ბიუჯეტი არის წინგადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი ასახულია და გათვალისწინებულია გამოწვევები

„2019 წლის ბიუჯეტი არის წინგადადგმული ნაბიჯი. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი ასახულია და გათვალისწინებულია გამოწვევები, რომელიც გვაქვს,“ - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კაკულიამ საუბრისა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი დადებითი ტენდენცია, რომელიც თვალში მხვდება არის მისი სისტემური მიდგომა ძირითადი გამოწვევების დანახვის კუთხით. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, იმ გამოწვევების კონტექსტში, რომელიც ჩვენ გვაქვს - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი ასახულია ბიუჯეტში და გათვალისწინებულია გამოწვევები, რომელიც გვაქვს. ცხადია, გამოწვევაა ეკონომიკური განვითარების მოდელის სიცხადეც, მაგრამ ეს ბიუჯეტი არის ამ სიცხადის შემოტანის პირველი მცდელობა.

გამოვყოფდი ასევე მეორე თემას, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი - ეს არის "საკრედიტო საგარანტიო ფონდის", როგორც ტერმინის გაჩენა ამ ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, განსაკუთრებით კი ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერთა მხრიდან, ამ ნაწილში არ ვეკამათები მათ. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს სხვა არჩევანი რეალური უმუშევრობის დონის და თვითდასაქმებულების გათვალისწინებით. საკრედიტო საგარანტიო ფონდი ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე გამოწვევების გათვალისწინებითაც. მხოლოდ თავისუფალი ბაზრით ვერ მოვახერხებთ უმუშევრობისა და თვითდასაქმებულების მდგომარეობის შეცვლას თუ რაიმე დამატებითი ინსტრუმენტი არ შემოვიტანეთ, რომელსაც, შესაძლოა, სოციალური დატვირთვაც კი მივცეთ და არ განვიხილოთ როგორც თავისუფალი ბაზრის ეტალონური ინსტრუმენტი. ამიტომ, ამ ფონდის ამოქმედება და პროფესიული სწავლების კომპონენტი, რომელიც საკმაოდ კარგად არის ბიუჯეტში გამოკვეთილი, ჩემი აზრით, მოგვცემს შესაძლებლობას, უმუშევარ, თვითდასაქმებულ ადამიანებს დავანახოთ როგორი ნაბიჯებით მიდის მისკენ სახელმწიფო და რას სთავაზობს მათ იმისთვის, რომ თვითონაც გადმოდგან ნაბიჯები სახელმწიფოსკენ. ამ გამოწვევის მხრივ, ბიუჯეტს ნამდვილად აქვს დადებითი კონტექსტი.

ასევე, გამოვყოფდი ტურიზმის, განათლების, ენერგეტიკის, ინოვაციების პროგრამების მიმართულებით გადადგმულ და ასახულ ნაბიჯებს, ჩვენ ვხედავთ ბევრ დადებით ტენდენციას. გასაგებია, რომ ეს დადებითი ტენდენციები ვერ ასახავს საყოველთაო კეთილდღეობას, მაგრამ, დადებითი ტენდენციების გარეშე, ცხადია, შედეგიც ვერ მიიღწევა,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ