არაოფიციალური ინფორმაციით, იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, რომლის სამძებრო ღონისძიებაც ამ წუთებში გორში ტარდება

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. არაოფიციალური წყაროებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ.

ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო: სპეცოპერაცია გორში - დაუზუსტებელი ინფორმაციით, 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარს ეძებენ

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!