ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6 თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ის 2018 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს. თ.ხ. დაზარალებულს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ რამდენჯერაც მის გამო ციხეში გატარებული თვეები გაახსენდებოდა, იმდენჯერ სცემდა მას. თ.ხ.-ს მხრიდან განხორციელებული ინტენსიური ხასიათის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად ც.წ.-მ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ხ. 2018 წლის 15 ივნისს დააკავეს. სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარუდგინა. თ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: 6 თვის ორსულ მეუღლზე სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო