თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მოწმე, გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი დაკითხა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ასევე, რამინ ალახვერდიევისა და ელიხან გულიევის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მოწმის გამომძიებელ მერაბ მერაბიშვილის დაკითხა დასრულდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მერაბ მერაბიშვილის დაკითხვას სამი სხდომა დაეთმო. ბრალდების მოწმემ დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და იმ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ საქმის მოკვლევის პროცესში განხორციელდა.

საქმის გამომძიებელს კითხვები თავად ბრალდებულმა თემურ აბაზოვმაც დაუსვა, რასაც მათ შორის მცირე შეკამათება მოჰყვა. დღესვე სასამართლო, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესზეც გადავიდა. აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სხდომა 22 ნოემბერს ჩატარდება.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის 3-ე პრიმის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. სულეიმანოვის, ალახვერდიევისა და გულიევის მიმართ, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ელიხან გულიევსა და რამინ ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილითაც აქვთ ბრალი წაყენებული.

ოთხივე ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს