კრიპტოვალუტის შესაძენად კრიპტომატში შესატანი თანხის მინიმალური ოდენობა 10 ლარამდე შემცირდა

საზოგადოების მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „კრიპტომატმა“ (Cryptomat) მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა. თუკი აქამდე კრიპტომატის საშუალებით კრიპტოვალუტის შეძენის მინიმალური ზღვარი 50 ლარი იყო, დღეს ისეთი კრიპტოვალუტების შეძენა, როგორებიცაა ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი და ბიტკოინ ქეში უკვე 10 ლარიდან შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ (Cryptomat) ეს არის კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთისი, ბათუმი – 3 აპარატს ფლობს.

„კრიპტომატი“ (Cryptomat) კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების – ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კრიპტომატები შემდეგ მისამართებზეა ხელმისაწვდომი:

თბილისი

"გალერია თბილისი" – რუსთაველის გამზ. 2/4; "თბილისი მოლი" – აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ.; "ისთ ფოინთი" – ა. თვალჭრელიძის 2 (ცენტრალური შენობა); "ჰოუმმარტი" – ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ;

კაზინო "აჭარა" – 26 მაისის მოედანი 1;

ბათუმი

სასტუმრო "კოლიზეუმი მარინა" – შერიფ ხიმშიაშვილის 16;

ქუთაისი

სასტუმრო "ბაგრატი 1003" – ა. წერეთლის II ჩიხი, 2ა;

თელავი

სუპერმარკეტი "ლიმბო" – ქეთევან წამებულის 3.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები