ზაზა ნანობაშვილი - საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს ანჩისხატის თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას - რას ელოდება კულტურის სამინისტრო

საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატის თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას - რას ელოდება კულტურის სამინისტრო? - ამის შესახებ ნათქვამია „კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც საინიციატივო ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ანჩისხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსგან კონკრეტულ რეაგირებას ითხოვს.

„პრემიერ-მინისტრის სამსახურის, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს ყველა მხარის მზაობას, ანჩისხატის ტაძარში მისი სახელმდები ხატის დაბრუნებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებაზე, მაგრამ რატომღაც კულტურის სამინისტროს მხრიდან საქმე წერილებს ვერ გასცდა. კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია, შესაძლებლობას იძლეოდა პროცესების თანმდევად შექმნილიყო პროექტი და პირობების გამზადების შემთხვევაში არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი დაებრუნებინათ ანჩისხატი ეკლესიისთვის. საინიციატივო ჯგუფმა და მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა ზაზა ნანობაშვილმა მათ მიერ შექმნილი პროექტი გააცნო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც ამავდროულად ბრძანდება საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი. მისმა უწმიდესობამ განიხილა, მოიწონა და მისცა ლოცვა-კურთხევა პროექტის სამინისტროში წარსადგენად. საპატრიარქოს სამდივნომ და სიწმინდეთა მოძიების განყოფილებამ ორჯერ მიმართა კულტურის სამინისტროს თხოვნით, რომ მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება სახატე ვიტრინის დამზადებაში ხელშეწყობისათვის“, - ნათქვამია „კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით პეტიციას ხელი ათასობით ადამიანმა მოაწერა.

„წერილებში ნათქვამია, რომ საინიციატივო ჯგუფი თავად უზრუნველყოფს ანჩისხატისთვის ამ ძვირადღირებული კიოტის დამზადების ხარჯებს, ანჩისხატის ეკლესიაში დაცვის სამსახურის მიერ უკვე დამონტაჟდა სიგნალიზაცია. ახლა საჭიროა მხოლოდ კულტურის სამინისტროს დასკვნა კიოტის პროექტზე. კიოტის დასამზადებლად შეკვეთა უკვე შეთანხმებულია უცხოურ კომპანიასთან. ამ შეთანხმებას აქვს გარკვეული ვადები და ის საკმაოდ ძვირი ჯდება, ამის განხორციელებისთვის კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობაღაა საჭირო. სახატის პროექტში და სიგნალიზაციაში უკვე საკმაო ხარჯებია გაწეული და დროის გაწელვა დამატებით პრობლემებს შექმნის. ეს ჯგუფი შემთხვევით რომ არ არის არჩეული, მათ მრავალწლიან გამოცდილებას თანდართული წერილებიც ცხადყოფს. ანჩისხატის მუზეუმიდან ხატის სახელობის ტაძარში გადაბრძანების პროექტს მხარდაჭერას უცხადებენ და შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ სხვადასხვა ეკლესიის წინამძღვრები. ამავე მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა საქართველოს მოსახლეობის ათასობით წარმომადგენელმა. ხატის დაბრუნებას ტაძარში აქვს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჩვენი ერისათვის. ერიცა და ბერიც ერთსულოვანია ამ საკითხში და საინტერესოა, რას ელოდება კულტურის სამინისტრო?“, - აცხადებენ საინიცატივო ჯგუფში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება