განსაკუთრებული პირობები სესხებზე - ტერაბანკმა ახალი აქცია დაიწყო

ტერაბანკი იპოთეკურ და უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალ აქციას იწყებს და მის ფარგლებში მსურველებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
კერძოდ, ნებისმიერი პირი, რომელიც რომელიმე ამ პროდუქტის მომხმარებელი გახდება, 3 თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს, სესხის გაცემის საკომისიო კი 0% ექნება. ამასთან, მას დამატებით საჩუქრად საკრედიტო ბარათიც გადაეცემა.
აქცია იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც იპოთეკური თუ უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხით სარგებლობა, ან სხვა ბანკიდან პორტირება სურთ.
„ამ აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მომხმარებელს კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებითა და 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. თანაც, სესხის გაცემის, დამტკიცებისა და დაზღვევის დამატებითი ხარჯების გარეშე“, - აღნიშნავს ტერაბანკის საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსი ქეთი მღებრიშვილი.
აქცია ლარში, დოლარსა და ევროში გაცემულ სესხებზე ვრცელდება. მასში ჩართვა როგორც ტერაბანკის, ისე სხვა ბანკების მომხმარებლებსაც შეუძლიათ. აქცია 31 დეკემბერს დასრულდება.
(R)

























