პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის 3 278 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.

„28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება.

საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 278 450 ბიულეტენი. ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო