სოსო გიორგაძე - მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიაში ბუნებრივი ცვლილებები მოხდა, რაც სრულწლოვან ამომრჩეველთა დამატებამ და გარდაცვალებამ გამოიწვია

პირველი ტურისთვის ცესკოს გადაეცა ამომრჩეველთა სია, სადაც იყო 3 558 437 მოქალაქე, ხოლო მეორე ტურისთვის საბოლოო სია გადაეცა და იყო 3 561 983 მოქალქე. სხვაობა არის სულ რაღაც 3500-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან ლოგიკური, - ასე პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებელთა ნაწილის ბრალდებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

მისი თქმით, ამომრჩეველთა სიაში ბუნებრივი ცვლილებები მოხდა, რაც მეორე ტურისთვის სრულწლოვან ამომრჩეველთა დამატებამ და გარდაცვალებამ გამოიწვია. გიორგაძის ცნობით, სია უკვე მიეწოდა ცესკოს და მასში ცვლილებების გატარება შეუძლებელია.

"ხელთ მიჭირავს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ პირველი ტურისთვის ცესკოს გადაეცა ამომრჩეველთა სია, სადაც იყო 3 558 437 მოქალაქე, ხოლო მეორე ტურისთვის საბოლოო სია გადაეცა და იყო 3 561 983 მოქალქე. სხვაობა არის სულ რაღაც 3500-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან ლოგიკური, ბუნებრივია, ვიღაც სრულწლოვანი გახდა, პირველად აიღო დოკუმენტი და ა.შ.", - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

გიორგაძე მთავარ საგამოძიებო ორგანოში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომლებმაც წინასაარჩევნოდ პირადობების შესაძლო გაყალბებაზე განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობების მოწმობები იბეჭდება.

„როგორც ვიცი, ბოლოს განცხადება გააკეთეს, რომ საქმე შეეხება არაბიომეტრიულ დოკუმენტებს. მინდა გითხრათ, რომ თუკი პირველი ტურისთვის ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არაბიომეტრიული დოკუმენტებით ხვდებოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, იყო 790 490, მეორე ტურისთვის შემცირდა და არის 777 331 მოქალაქე. არა თუ მატება, არამედ კლებაა და ეს სიები გადაეცა ცესკოს. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ გაუგონარი ბრალდებები წამოაყენეს და ვკითხო, ამ საბუთების შემდეგ გეყოფათ თუ არა გამბედაობა, თქვათ, რომ იცრუეთ და ჩემი თანამშრომლებისა და საზოგადოების სახელით მინდა გკითხოთ, რას ემსახურებოდა ეს სიყალბე, რა მიზანი ჰქონდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მეორე დღეს ეს ყველაფერი გამოაშკარავდა“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში