კობა გვენეტაძის ინფორმაციით, განულებასთან დაკავშირებით საუბარია იმ სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, სესხების განულებასთან დაკავშირებით საუბარია იმ სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია.

ამასთან, როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ორ კერძო სუბიექტს შორის შედგა და ინიციატივაში ის ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი აქვს.

„ეს გავლენას საფინანსო სექტორის მოთამაშეებზე არ მოახდენს. რაც შეეხება ზოგად გავლენას, აღნიშნული ინიციატივა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან საკრედიტო ბიუროში ე. წ. ნეგატიური სტატუსით, ახალ შანსს მისცემს, რომ ოფიციალურად იმუშაონ ლეგალურ სექტორში. სხვა შემთხვევაში მათ უწევთ არალეგალურ სექტორში მუშაობა და საქმიანობა. ეს არის აღნიშნული ინიციატივის დადებითი შედეგი“, - განუცხადა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა