მამუკა მდინარაძე - მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რომლის თანახმად უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას

„ქართული ოცნების" წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ- მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის თანახმად უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უსაფრთხოების საბჭოს მოდელთან დაკავშირებით ორ ვარიანტზეა საუბარი.

„ახალი კონსტიტუციით, კონსტიტუციურ ორგანოდ განსაზღვრულია თავდაცვის საბჭო. ამავდროულად, პრემიერის ინიციატივით მუშაობა მიდის კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, განსაკუთრებულად და პრიორიტეტულად უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებს, მათ შორის, ანალიტიკური მიმართულებითაც. საუბარია ორ მოდელზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პრემიერი დავალებით უკვე ხელმძღვანელობს კახა კახიშვილი და ამის საბოლოო ვერსიას ჩვენ ვნახავთ რამდენიმე კვირაში. შემდეგ ყურადღებით განვიხილავთ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება