მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის“ ოფისები მთაწმინდის რაიონის შემდეგ თბილისის სხვა უბნებშიც გაიხსნა

სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის“ ოფისები მთაწმინდის რაიონის შემდეგ თბილისის სხვა უბნებშიც გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მოძრაობა თბილისში ზაზა რუსაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა და მას შეუერთდნენ თემქის, ისნის, გლდანის, მეტრომშენის, ავლაბრისა და სხვა უბნების მცხოვრებლები.

„სამოქალაქო მოძრაობის სლოგანია ,,არა ძალადობას, არა ნაციზმს“. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს მეტი აქტიურობისაკენ და სთხოვენ, რომ 28 ნოემბერს უკლებლივ ყველა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსროს თავისი პრინციპული გადაწყვეტილება. მოძრაობაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც იზიარებს მათ პოზიციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
(R)

























