თინა ხიდაშელი - პოლიტიკურად ის არის საინტერესო, ივანიშვილი რამდენად გაიმეორებს იმავე შეცდომას, რაც თავის დროზე დაუშვა შევარდნაძემ და სააკაშვილმა

ახლა რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მოგებაზეა გადართული, გასაგებია. ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკებიან და 29 ნოემბერი რომ გათენდება, ამისთვის რა გეგმა აქვთ და რას ეტყვიან მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

თინა ხიდაშელმა მეორე ტურის მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ არჩევნებზე ივანიშვილისთვის იდეალური ვარიანტი მეორე ადგილზე გასული ბაქრაძე იქნებოდა, ან თუნდაც გამარჯვებული. როდესაც თქვა, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციამ წაიღოსო, დარწმუნებული ვარ, დავით ბაქრაძეს გულისხმობდა. მე არ ვამბობ იმას, რასაც პოლიტიკურ წრეებში ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი "ევროპულ საქართველოს" ფულს უხდის, არა, მე ვამბობ, ივანიშვილისთვის მისი რაციონალური გათვლით იდეალური ვარიანტი რა იქნებოდა - რომ პირადად მიშას დაამარცხებდა, მაგრამ ოპონენტად ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ეყოლებოდა.

ეს სქემა ახალი არ არის, ეს ჰქონდა შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ არ მუშაობს. რამდენჯერ უნდა დაგვემართოს, რომ მიხვდნენ, საქართველო არ არის ორპარტიული და მითუმეტეს, ერთპარტიული რეჟიმის შემგუებელი ქვეყანა. როგორც კი ამას ამომრჩეველი ხედავს, აღარ მიჰყვება ხელისუფლებას. 28 ნოემბრის შემდეგ, იმის მიუხედავად, რა შედეგი დადგება და ვინ გახდება პრეზიდენტი, პოლიტიკური პროცესის სადავე ხელში ისევ "ქართულ ოცნებას" დარჩება, ამიტომ პოლიტიკურად აღარც არის საინტერესო, ვინ გახდება პრეზიდენტი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამჟამად საინტერესოა, გაიმეორებს თუ არა ბიძინა ივანიშივლი იმავე შეცდომებს, რაც დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა და ედუარდ შევარდნაძემ.

„პოლიტიკურად ის არის საინტერესო, ივანიშვილი რამდენად გაიმეორებს იმავე შეცდომას, რაც თავის დროზე დაუშვა შევარდნაძემ და მერე სააკაშვილმა, როდესაც არც ერთი ნაბიჯი არ დათმო უკვე წაგებულ პოლიტიკურ პროცესში და ამის შედეგად ორივემ მიიღო ხელისუფლებიდან აბსოლუტური ჩამოშორება და ოპოზიციისთვის ხელისუფლების აბსოლუტური ­ გადაბარება. თუ ივანიშვილი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე სააკაშვილი, და მიხვდება, რომ პოლიტიკური დინამიკა შეიცვალა და პარლამენტს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ჰყავს წარმოდგენილი, აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია (და რომ არა აქვს, ყველამ კარგად ვნახეთ, რადგან პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარული ოლქი წააგო, საერთო ჯამურ რიცხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამ პოლიტიკური პროცესის ბატონ-პატრონი დარჩებიან ისევ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" თუ დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. თუ არ დანიშნავენ, ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ხალხი დაანიშნინებს. ამიტომ ახლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დაიტოვებს პოლიტიკური მართვის სადავეს თუ გაუშვებს ხელიდან და იძულებული გახდება, სხვას გადასცეს. მას ახლა ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები და როგორც გითხარით, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი მოიგებს. ახლა რომ არჩევნების მოგებაზე არიან გადართული, გასაგებია. ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკებიან და 29 ნოემბერი რომ გათენდება, ამისთვის რა გეგმა აქვთ და რას ეტყვიან მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის მნიშვნელოვანი“, -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ სტატია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა