ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზა გააჩნია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლაბორატორია გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

"ლაბორატორია განახორციელებს კვლევებს ატმოსფერული ჰაერის, წყლების და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ძალიან ბევრი ახალი ვალდებულება გვაქვს, რომელიც ქვეყანაში გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საშუალებას იძლევა. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა გვქონდეს. რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა ამ ახალი ლაბორატორიის მშენებლობასა და აღჭურვაზე. ლაბორატორია იმ ყველა გამოწვევას 100%-ით პასუხობს, რომელიც გარემოსდაცვითი კუთხით გვაქვს", - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ლაბორატორიაში დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მყარი და თხევადი ნარჩენების სახიფათოობის დადგენა, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევები.

უახლოეს მომავალში ლაბორატორიას "ევროკავშირის პროექტის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის" ფარგლებში ულტრათანამედროვე ტიპის მოწყობილობები გადმოეცემა, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს წყლის ჩარჩო დირექტივით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ