დევნილების მიერ შექმნილ 19 ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში, დევნილთა საცხოვრებელი 19 შენობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ობიექტებში, ჯამში, 750-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც სხვენები, სარდაფები, დერეფნები და სხვა საერთო სარგებლობის ფართები უკანონდებათ.

მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მცხოვრებ 57 დევნილ ოჯახს ესტუმრა და დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„აღნიშნული საკითხი დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ობიექტია, სადაც 20 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში ყველა ობიექტის ამხანაგობას, რომელიც შესაბამის ნახაზს წარმოადგენს, საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება.

საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტები, დევნილთა განსახლების ობიექტებში თავიანთ პროგრამებს უკვე სრულად განახორციელებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, 1. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N44 ; 2. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N134ა; 3.თბილისი, ვარკეთილი-3, IIმ/რ, კორპუსი 20ა; 4. თბილისი, ფერაძის ქ N3, კორპუსი 2; 5. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13; 6. თბილისი, გორგასლის ქუჩა, III შესახვევი, N3; 7. თბილისი, ვეკუას N2; 8. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი N70 (გურამიშვილის ჩიხი N9); 9. თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა N30; 10. თბილისი, გიგო ზაზიაშვილი ქ. N 13ბ; 11. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N70, კორპ 5; 12. თბილისი, ზესტაფონის ქ. N 1; 13. თბილისი, ხიზაბავრის ქ. N41; 14. თბილისი, ბაქოს ქ. N 1ა; 15. თბილისი საბურთალო ქ. მიცკევიჩის ქ. N19; 16. წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა; 17. წყნეთი, ერეკლე II ის ქ. N14; 18; წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ.N18 19. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე