მიხეილ ბატიაშვილი - უდიდესი აღიარებაა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გაიხსნება

„აკადემია ევროპეას“ მმართველმა საბჭომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნის შესახებ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირის მიღმა, სადაც ცენტრი დაფუძნდება.

„უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მრავალსაუკუნოვანი, დიდი ტრადიციის მქონე ქართული მეცნიერების, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობის მეცნიერის, მთელი აკადემიური საზოგადოების კიდევ ერთი უდიდესი აღიარება და მსოფლიო მეცნიერებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა და პოტენციალის დასტურია. „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში. თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

„ევროპის აკადემია“ დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს კვლევის ყველა მიმართულებას.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება