სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა. ადამ გუმაშვილმა 5 წლის წინ დატოვა ხეობა. ის ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ადამ გუმაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და სამძიმარს იღებს.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ოჯახმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა.

იხილეთ ვიდეო: სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია