საახალწლო შეთავაზება "ლენდ როვერის" ოფიციალური ცენტრისგან - კასტროლის ზეთი და ფილტრი 119 ლარად

"ლენდ როვერის" რეგიონალური ოფისისა და ბრიტანული ზეთების მწარმოებელი ბრენდის - კასტროლის ერთობლივი მხარდაჭერით, "ლენდ როვერის" ოფიციალური ცენტრი საქართველოში აანონსებს 2019 წლის საახალწლო შეთავაზებას: მწარმოებლის მიერ რეკომენდებული კასტროლის ზეთი, ფილტრი და მომსახურება 119 ლარად. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ 2008 წლიდან გამოშვებული "ლენდ როვერის" მარკის ნებისმიერი მოდელის მფლობელებს.
"ლენდ როვერის" ოფიციალური ცენტრის თითოეული მომხმარებელი ასევე იღებს ვიზუალურ-მექანიკურ დათვალიერებასა და ავტომობილის რეცხვას უფასოდ. ხოლო, ვიზუალურ-მექანიკური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ დეფექტურ ნაწილებსა და სამღებრო-სათუნუქე სამუშაოებზე, დამატებით გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.
მომსახურების მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ნომერზე 596 95 00 00 ან 2 59 50 00 და პრომო კოდის მიღება ელ-ფოსტაზე.
შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
"ლენდ როვერის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "ჯი თი მოტორსი". მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N155.
(R)

























