გიორგი გახარია - მაქსიმალურად ვეცდებით დროულად მოვუგვაროთ მოსახლეობას ის პრობლემები, რაც სტიქიის შედეგად მიადგათ

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი სამეგრელოში გუშინ ღამე გაემგზავრა, მოსახლეობას დილიდან ხვდება და მათთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობა დღეს აქ არის, დევნილთა დასახლებაში. სამწუხაროდ, სტიქიამ დააზიანა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილი, მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვეცდებით წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი და უახლოეს მომავალში დაიწყება სარემონტო სამუშაოები. იქნება ეს ყველაფერი კონტროლზე აყვანილი, რომ არ მოხდეს ამის დროში გაჭიანურება და ისედაც განსაცდელში მყოფ ადამიანებს, სტიქიის შედეგად დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. მაქსიმალურად ვეცდებით დროულად მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ.

სენაკშიც მსგავსი მდგომარეობაა, იქაც დევნილებით განსახლებულ კორპუსში სახურავი დაზიანდა. ზუგდიდში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა მსგავსი მდგომარეობა. კერძო სახლებიც დაზიანდა და სწრაფად მივეხმარებით. ფოთშიც მძიმე სიტუაციაა, რამდენიმე საბავშვო ბაღია დაზიანებული, ფანჯრებია დამტვრეული და საფარია გადახდილი. ახლა ფოთშიც ჩავალთ და ვნახავთ რა ხდება ადგილზე." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან ზიანი მიადგა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან.

ვიცე-პრემიერი სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას და სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.

ძლიერმა ქარმა გუშინ დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები, ძირიანად მოგლეჯილი და წაქცეულია ათეულობით ხე.

გუშინვე, სამეგრელოს რეგიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც იღებდა და მყისიერად რეაგირებდა დაზარალებული მოსახლეობის შეტყობინებებს.

სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო